ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - რა გვეცოდინება ხვალ და რა ზეგ

01 სექ 2019

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტს ემშვიდობება. მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, უმრავლესობის წევრებმა თითქმის 1 საათის განმავლობაში იმსჯელეს. დეპუტატების თქმით, დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

დაადასტურეს, რომ იმსჯელეს სამთავრობო ცვლილებებზე, თუმცა კონკრეტულად რა განიხილეს არ განუმარტავთ. სხდომას პარტიის ლიდერებთან ერთად, პრემიერი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.