ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი და პროკურატურის მოთხოვნა - 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდება

27 აგვ 2019

ამ წუთებში, ავთანდილ წერეთლის  სასამართლოს სხდომა უნდა დაიწყოს.  ბრალდებული ბიზნესმენისთვის, გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას მოსამართლე, ცნობილია, რომ ბიზნესმენის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.