თორნიკე რიჟვაძე - „ოცნების ქალაქში მშენებლობის პროექტზე შეთანხმება შედგა“

26 აგვ 2019

ე.წ. ოცნების ქალაქში მშენებლობის პროექტზე  მუშაობა მიმდინარეობს და მალე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით წელს ბიუჯეტიდან პროექტირებაზე 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მომავალი წლის ბიუჯეტში კი პროექტის დასრულებისთვის საკმარისი თანხა გამოიყოფა.   პროექტისთვის  10 მლნ ლარზე მეტია  გათვალისწინებული.