19 აგვ 2019
რუსი ოკუპანტები გუგუტიანთკარში დღეს დილიდან გამოჩდნენ და უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს. ისინი ადგილზე სამხედრო მანქანებითა და ტექნიკური აღჭურვილობით მივიდნენ, გადავიდნენ ლავრენტი გუგუტიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სადაც რკინის კონსტრუქციები პარასკევს დაამონტაჟეს.