რეპრესირებულთა ხსოვნის დღე

22 ივლ 2019

ხელვაჩაურში დღეს რეპრესირებულთა ხსოვნის დღე აღნიშნეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალი  აქ გასული საუკუნის 30-იან წლებში 150 დახვრეტილი ადამიანის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ აიგო.

ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე, რეგიონის ხელისუფლებას სალიბაურში არსებული კიდევ ერთი რეპრესირებულთა სამარხის გახსნას და შესწავლას სთხოვს.