ზურაბ! მოხვალ შენ სახლში -​ ოცნების დეპუტატებს სხდომათა დარბაზში წერილები დახვდებათ

16 ივლ 2019

''დიმიტრი კი თუ არა?, ''ზურაბ! მოხვალ შენ სახლში'', ''არა ნაადრევ სიკვდილს, ჩვენ გვინდა ჰაერი'', ''ნუ აგრევთ ქალაქს, ''ნუ უნგრევთ ბათუმს თქვენს შვილებს'' - ''ქართული ოცნების'' დეპუტატებს სხდომათა დარბაზში წერილები დაახვედრეს. 

გზავნილები იმ მოქალაქეებმა დაწერეს, რომლებიც ქალაქში 5 ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ.  

ბათუმის საკრებულო დღეს, 16 ილნისს, ''რივიერას" განაშენიანების გეგმას განიხილავს. საუბარია ძველი ბათუმის საპორტო ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობაზე. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ამ წუთებში, სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. სწორედ აღნიშნულ დროს დაწერეს გზავნილები მოქალაქეებმა.