სეტყვის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

12 ივლ 2019

ქედაში სტიქიამ მოსახლეობა საგრძნობლად აზარალა, სეტყვამ დააზიანა ბოსტნეულის და ხილის მოსავალი, რომელიც ადგილობრივებს გასაყიდად უნდა გაეტანათ.    

უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ აქვს და დახმარებას მთავრობისგან ელოდებიან, ქედის მერიაში ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.   თუმცა უცნობია გაიცემა თუ არა კომპენსაციები .