თბილისში მიმდინარე მოვლენებს ბათუმში ადვოკატები გამოეხმაურნენ

27 ივნ 2019

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ბათუმში ადვოკატები გამოეხმაურნენ. იურისტების აზრით ობიექტური გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს. ადვოკატებმა ნიკა  მელიასთვის დეპუტატის  უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაც გააპროტესტეს და მას არასამართლიანი უწოდეს.