ასამბლეის ''წარწერებიანი'' ბანერი პარლამენტიდან გააქვთ

20 ივნ 2019

პარლამენტიდან ღონისძიების ბანერი გააქვთ, რომელზეც ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ წარწერებია გაკეთებული. 

''კობახიძე=გავრილოვს

დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი''

''რუსეთი ოკუპანტია'' 

''გრცხვენოდეთ ღალატისთვის''

ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ვატო შაქარაშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა მოითხოვეს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ბანერზე ფერადი წარწერები დატოვეს.