ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

20 ივნ 2019

პარლამენტში უკვე რამდენიმე საათია დაძაბული ვითარებაა. ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადადგომას  ითხოვს. მათ პარლამენტის ბანერზე წარწერაც გააკეთეს, კობახიძე უდრის გავრილოვს.  უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა კახა ოქრიაშვილმა  კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების  დანიშვნა მოითხოვა.