„თბილის პრაიდზე“ დაკავებულთა ნაწილი გაათავისუფლეს

15 ივნ 2019

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან 7 პატიმრობაში რჩება, 21 კი ხელწერილით გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას. აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.