13 ივნ 2019
შეიცვლება თუ არა საარჩევნო კოდექსი 2020 წლისთვის და გადავა თუ არა იგი პროპორციულ სისტემაზე? შეხვედრები და განხილვები უკვე დაიწყო, თუმცა პროტესტის ფონზე. შეხვედრა დაწყებიდან მალევე დატოვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა.
სწორედ ოპიზიციაა მესამე სექტორთან ერთად ამ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე, რაშიც ირაკლი კობახიძე რისკებს ხედავს.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისინი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებენ და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე 2020 წლის შემდეგ გადავლენ. საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას კი უმრავლესობა ულტიმატუმად აფასებს.