ენმ უკანონოდ გასხვისებულ ქონებებზე საუბრობს

28 მაი 2019

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაზე დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ბრიფინგი გაიმართა.  აცხადებენ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, აჭარის ხელისუფლება ბიზნესმენებთან გარიგებით, უკანონოდ ასხვისებს სახელმწიფო ქონებას.

მაგალითებად  გელა დეკანაძემ გოდერძის უღელტეხილსა და ადლიაში აუქციონის გარეშე გადაცემული რამდენიმე მიწის ნაკვეთი დაასახელა. აჭარის მთავრობაში საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა.