ავტომობილი ქედაში გაზის მილს დაეჯახა, დაშავდა დედა და ორი შვილი

23 მაი 2019

ქედაში ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ მახუნცეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა - დედა და ორი შვილი.  შემთხვევა დღეს დილით მოხდა, მსუბუქი ავტომობილი გაზის ცენტრალურ მილს დაეჯახა.  

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სხვადასხვა საავადმყოფოებში ზედაპირული დაზიანებებით გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.