მაფიოზური მეთოდებით ებრძვის მმართველი გუნდი ოპოზიციას - სალომე სამადაშვილი

14 მაი 2019

ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირების ინციდენტზე შეფასებები გაკეთდა პარლამენტში. 

''ხალხის ჯიბიდან ამოღებულ საბიუჯეტო სახსრებს კარგად განკარგავთ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ზუგდიდში ვნახე გაღატაკებული მოსახლეობა, მოხუცები, რომელთა შვილებიც ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან არიან გაქცეული და თქვენ ფიქრობთ, რომ ქართველ ხალხს 150 ლარად იყიდით. საქართველო და საქართველოს მომავალი გაცილებით უფრო ძვირი ღირს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.