16 აპრ 2019
ქედაში მოსწავლეთა სიმღერისა და ცეკვის ოლიმპიადა გაიმართა. კულტურის სახლში ჟიურის წინაშე ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები წარსდგნენ. კონცერტში მონაწილეობდნენ სკოლის, სასოფლო კლუბების ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
გამარჯვებულები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაციაა.