ჯერ ისევ გაურკვეველია კონკრეტულად როდის დაიწყება ცენტრალური მაგისტრალის კეთილმოწყობა ქედის მონაკვეთზე

15 აპრ 2019

ჯერ ისევ გაურკვეველია კონკრეტულად როდის დაიწყება ცენტრალური მაგისტრალის კეთილმოწყობა ქედის მონაკვეთზე. გზის საკმაოდ დიდი ნაწილი დაზიანებულია, მძღოლები სახიფათო ადგილებზე საუბრობენ. განსაკუთრებით პრობლემურია გზის 39-ე კილომეტრი.

სწორედ ამის გაგრძელებაა ხულო-ზარზმის გზა - ამ მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული.