მრჩეველთა საბჭო დირექტორის იმპიჩმენტის საქმეს 18 აპრილს განიხილავს

14 აპრ 2019

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს მრჩეველთა საბჭო ხუთშაბათს, 18 აპრილს განიხილავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შესაძლოა შეიცვალოს სხდომის ადგილი.