''ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები'' - შეხვედრა მოსწავლეებთან

03 აპრ 2019

ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებსა და უარყოფით შედეგებზე ესაუბრნენ მოსწავლეებს  ქედაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები. ასევე განიხილეს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

შეხვედრა ქედის მერიის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.