ქედაში 63 სოფელიდან უმეტესობამ გარეგანათებების მოწესრიგება არჩია

27 მარ 2019

სოფლის კრებები დასრულდა ქედაში - 63 სოფელში გადაწყდა რისი მოწყობა სურთ ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.  ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ძირითადად არჩევანი შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის დაგებასა და გარე-განათებაზე გაკეთდა.

ქედის თითო სოფლისთვის 10-დან 16 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. თანხის ათვისება სავარაუდოდ აპრილიდან დაიწყება.