შუახევში დამეწყრილი ტერიტორია გაიწმინდა

17 მარ 2019

შუახევში, სოფელ დღვანში გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გაიწმინდა.  ადგილზე მუშაობენ გეოლოგები.  წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.  მეწყერმა  15 ოჯახთან მისასვლელი შიდა სასოფლო გზა გუშინ გვიან ღამით ჩახერგა.