ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა ქედის სოფლებში

03 მარ 2019

ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა ქედის სოფლებში. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მოსახლეობის უმრავლესობა მდინარის ნაპირზე მოსაცდელებთან ყრის. განსაკუთრებულად დანაგვიანებულია ის ადგილები, სადაც ხშირად გადაადგილდებიან ტურისტები.

მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად უკანონო ნაგავსაყრელები რჩება. როგორც გავარკვიეთ,  ქედის მერიას წელს ურნების შესაძენად ბიუჯეტში თანხა არ  გაუთვალისწინებია. შესაძლოა, საჭირო ფინანსები ბიუჯეტის კორექტირებისას გამოიყოს.