თორნიკე მამალაძე - “ჩემი ძმა არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია”

25 თებ 2019

 საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამდგომლობით იმ შემთხვევაში მიმართავს თუ თავად დეკანოზი თავის წილ დანაშაულს აღიარებს-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკლესია მოუწოდებს დეკანოზს გაასაჯაროვოს მის მიერ სასულიერო პირებისთვის მიწერილი წერილის შინაარსი. საპატრიარქოს განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ეხმაურებიან.