''ქართულმა ოცნებამ'' პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

21 თებ 2019

ბესელია წავიდა, გოგიჩაიშვილი წავიდა, ნაცვლიშვილიც წავიდა - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში გუნდის წევრებთან ერთად, საკონსტიტუციო უმრავლესობაც დაკარგა.

ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ პროექტთან დაკავშირებით 40-ზე მეტი მომხრე ჰყავდა, თუმცა არასაკმარისი, არასაკმარისი იყო ხმების რაოდენობა ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტისთვისაც. დაპირისპირების პიკი საქართველოს პარლამენტში.