ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

02 თებ 2019

ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შეიქმნება ახალი დასასვენებელი სივრცე, მოეწყობა განათება, ტეროტორია ფილებით მოპირკეთდება, დაირგვება მცენარეები.

ტენდერი გამოცხადებულია დაბაში მინი-სპორტული მოედნების მშენებლობის და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზეც. სამუშაოების ღირებულება ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ დაზუსტდება.