ხმაური მოსამართლეთა კონფერენციაზე - რა შედეგით დასრულდა ფორუმი?

25 იან 2019

სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეები  დღეს 3 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

გაახმოვანეს ერთობლივი განცხადებაც. დარბაზში ისმოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკა. თავად ნაზი ჯანეზაშვილმა კი კონფერენცია კომუნისტური პარტიის ყრილობას შეადარა.