მეწყრით დაზიანებული გზის მონაკვეთების შესაკეთებლად თანხა გათვალისწინებული არ არის

13 იან 2019

უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო პირობებს ითხოვენ ქედაში. სოფელ გულებში, მერისსა და ზვარეში გზების იმ მონაკვეთების გამაგრებას ითხოვენ, სადაც მეწყერი ყოველი გაწვიმებისას აქტიურდება და შესაბამისად საფრთხე ექმნებათ მოქალაქეებს. ზოგიერთ მონაკვეთში სამანქანე ნაწილი დავიწროებულია, გართულებულია გადაადგილება.