აჭარის მუნიციპალიტეტების კლინიკებში პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია

08 იან 2019

მიმართვიანობა გაზრდილია ქობულეთშიც. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიმპტომებით 40-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ნაწილის კი შედარებით მსუბუქი.

გაზრდილია გამოძახებების რაოდენობა ასევე, ქედაში, შუახევსა და ხულოში. მაღალმთიან აჭარაში გრიპის ვირუსის გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.