გზის რეაბილიტაცია განმეორებით ტარდება

12 დეკ 2018

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელმეორედ დაიწყო.   მერიაში განმარტავენ, რომ  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რის გამოც მას ხარვეზის გამოსწორება დაევალა.

კომპანიამ 2 წლის წინ დაბაში გზა გააფართოვა და ასფალტის საფარი დააგო.