ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების მოწყობა გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში

24 ნოე 2018

ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების მოწყობა გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში. სამუშაოები ამ ეტაპზე სოფელ ჯაიმელაში, ისტორიულ თამარ მეფის თაღოვან ხიდთან მიმდინარეობს, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი  და განთავსება ფანჩატური . მოწესრიგდება სოფელ ბზუბზუს ჩანჩქერთან მისასვლელი გზაც.

წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება სოფელ პირველ მაისშიც. აქ ცივასულასა და მიწის ხიდთან მისასვლელი გზას მოეწყობა.