პეტიცია საბავშვო ბაღების ეზოების მოწესრიგების მოთხოვნით

06 ნოე 2018

მოქალაქეები ქედაში უკვე მეორე წელია ითხოვენ საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობას - ეს მოთხოვნა პეტიციის ფორმითაც შეიტანეს საკრებულოში, თუმცა  ჯერჯერობით მოთხოვნის დიდი ნაწილი არ შესრულებულა.

მერიამ ახლახან დაიწყო ბაღებთან ატრაქციონების დამონტაჟება და ეზოების ფილებით მოწყობა. ჯერჯერობით რამდენიმე ბაღზეა საუბარი.