შს მინისტრის მოადგილე: არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

29 ოქტ 2018

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით  გამოძიება დაიწყო. ნათია მეზვრიშვილის  განცხადებით არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი, 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები.