ხვალ ქედაში 31 საარჩევნო უბანი გაიხსნება

26 ოქტ 2018

დღის ბოლომდე  დაურიგდება   საარჩევნო დოკუმენტაცია და   საჭირო ინვენტარი  ყველა საარჩევნო უბანს  ქედაში.  საოლქო კომისიის მონაცემებით,  28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე   წინა წლის მსგავსად  ქედის მუნიციპალიტეტში  15 ათას 684 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

კენჭისყრის დღეს აქ 31 უბანი გაიხსნება,   მათგან  16-ია   ადაპტირებული.    საარჩევნო პროცესს ქედაში  500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს .