ზაზა სარალიძე კლინიკაში რჩება

26 ოქტ 2018

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმმა კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.

ამის შემდეგ კი ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია ისევ იგეგმება.