ქედის მუნიციპალიტეტში ლატვიური ანსამბლი ,,ულენბროკი'' ჩავიდა

16 ოქტ 2018

ქედის მუნიციპალიტეტში ლატვიური ანსამბლი ,,ულენბროკი'' ჩავიდა.  უხუცესებისგან შემდგარმა ანსამბლმა ქედაში კონცერტი ლატვიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართა.

კონცერტში ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ბეთლემმაც'' მიიღო  მონაწილეობა.