დაბა ქედის კეთილმოწყობის ფარგლებში ქედაში ოთხი კიბე შეკეთდა

07 ოქტ 2018

დაბა ქედის კეთილმოწყობის ფარგლებში ქედაში ოთხი კიბე შეკეთდა. აღმაშენებლის, რუსთაველისა და მერიასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაციისთვის 60 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებდა . მომდევნო  ეტაპზე დაბის ტერიტორიაზე გარეგანათების  ქსელის გაფართოება იგეგმება.