თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

02 ოქტ 2018

დღეს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მზარდ დინამიკას, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების განხორციელების კუთხით. ლევან იზორიას, განცხადებით მარტში ქართული მხარის ორგანიზებით ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, მოგვიანებით დასავლეთ საქართველოში გაიმართება "ეიჯელ სპირიტი".  მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებებზე ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილე ქვეყნების, ასევე ტექნიკის რაოდენობაც.