ქედაში შემოდგომის დადგომას აღნიშნავენ - სახალხო ზეიმი

29 სექ 2018

აგრო ბაზრობა, სპორტული და გასართობი აქტივობები, ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და მოხატული ქუჩები. ასე შეხვდნენ დღეს შემოდგომას ქედაში.

სახალხო დღესასწაულზე, უკრაინის ქალაქ  კრემენეცსა  და ქედას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დასახელდნენ საპატიო ქედელებიც. ზეიმი - კონცერტით დასრულდა.