''მოღალატე'' - ამ რეპლიკით მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა

23 სექ 2018

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ამომრჩევლებს ხვდება. მას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. სალომე ზურაბიშვილის  სიტყვით გამოსვლისას დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, შეძახილით მიმართა და განაცხადა რომ იგი არ შეიძლება, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი”.  

მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განცხადება დღეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა გაავრცელა.