პროექტი „ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ დაიწყო

11 აგვ 2018

„ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების კოორდინირება და სოფლად მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, დისკუსიები.

გამოცხადდება შემეცნებითი და ბიზნეს - იდეების კონკურსები. პროექტის მიმდინარეობის მანძილზე შერჩეული აქტივისტები და გამარჯვებულები ახალგაზრდულ ფორუმში გაერთიანდებიან.