აგარის საჯარო სკოლა პირველკლასელის გარეშე

28 ივლ 2018

აგარის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს პირკველკლასელთა გარეშე დაიწყებს. ხოლო ერთი პირველკლასელი ეყოლებათ ინაშარიძეებისა და კვაშტის საჯარო სკოლებში.

ქედის მუნიციპალიტეტში 29 საჯარო სკოლაში სულ 169 პირველკლასელია რეგისტრირებული, რაც გასულ წლებთან შედარებით ნაკლებია, ფაქტს რესურს ცენტრის უფროსი მიგრაციას უკავშირებს.