ქედაში წყლის მილებს შეიძენენ

28 ივლ 2018

მცირე უბნების წყალმომარაგებისთვის ქედის მერია მილებს შეისყიდის. 6000 მეტრი სიგრძის წყლის მილით სოფელ საფარიძეებისა და ბარის უბნის მოსახლეობა მომარაგდება.

გარდა ამისა წყლის მილები ინდივიდუალურად მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით გაიცემა. პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 8000 ლარია გათვალისწინებული.