ათასი ლარი საჩუქრად

15 ივნ 2018

სოფელ ჩხუტუნეთში მცხოვრებ ფადიმე მალაყმაძეს, ყოველწლიურად ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცემა. მას 100 წელი შეუსრულდა, იუბილე რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიულოცეს.

უხუცესს 5 შვილი, 15 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი ჰყავს. იგი 1951-1953 წლებში, ყაზახეთის რესპუბლიკაში რეპრესირებული იყო.