განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

06 მაი 2018

სიახლეები ზოგად განათლებაში. პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების,  მოზარდებში კი  შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ასევე  მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა  – ამ  და სხვა პროგრამების განხორციელებას საქართველოს განათლების სამინისტრო გეგმავს, რომლებიც უწყების სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ცვლილება  შეეხება სოფლის სკოლებსაც. დოკუმენტის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გაიმართა.