გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში

01 მაი 2018

დემოკრატია შესუსტდა, ინსტიტუტები დასუსტდა, პოლიტიკა გაქრა, უშიშროების საბჭო გაუქმდა, გაუქმდა თვითმმართველობები, კვლავ სირთულეებია მედიაში და კვლავ ვერ ჩაეყარა საფუძველი დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარებას, ასე შეაჯამა 23 წუთში 5 წელი გიორგი  მარგველაშვილმა. ეს მისი ბოლო ანგარიშია მეოთხე პრეზიდენტის რანგში.

რა გამოტოვა, რა გამორჩა და რა მოხვდა მარგველაშვილის სიტყვაში? – ეს იყო მთავარი განსახილველი საკითხი მთელი დღის განმავლობაში. ოპოზიციასა და მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებული არიან. ზოგიერთი დეპუტატი მარგველაშვილის ანგარიშში პოზიტიურ კონტექსტს კითხულობს, უმრავლესობის დიდი ნაწილი კი შემდეგ ფრაზას იყენებს – ეს იყო უშინაარსო და პოპულისტური გამოსვლა.