760 ათას ლარზე მეტი მრავალფუნქციური კომპლექსისთვის

14 აპრ 2018

ადმინისტრაციული შენობა, საბავშო ბაღი, სამედიცინო პუნქტი და სოფლის კლუბი - ერთად. სოფელ ზუნდაგაში თანამედროვე ტიპის მრავალფუნქციურ შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს ქედის მერი გაეცნო, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება.  საბავშვო ბაღი პირველ სართულზე განთავსდება, მოეწყობა საცურაო აუზიც.