საბავშვო ბაღები რეაბილიტაციის მოლოდინში

03 მარ 2018

ხარაულისა და მერისის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას გეგმავს ქედის  მერია. შეიღებება შენობის ფასადი, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება სამზარეულოსა და საძინებლებს. დასრულდება ზუნდაგის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით 8 საბავშვო ბაღში ეზოები კეთილმოეწყობა და ატრაქციონები განთავსდება. ჯამში სამუშაოებისთვის 560 ათასი ლარი დაიხარჯება. ქედის მუნიციპალიტეტში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.