ქედაში, სოფელ ჩეტკიძეებში ორსართულიანი სახლი იწვის

11 თებ 2018

ქედაში, სოფელ ჩეტკიძეებში ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც თვითმხილველები ამბობენ, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ერთი საათის წინ გაჩნდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ადგილზე ორი სახანძრო სამსახურის ბრიგადა მუშაობს.  როგორც ქედის მერიაში განმარტავენ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.