80 000 აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე

05 თებ 2018

აჭარისა და გურიის 80 ათასამდე აბონენტს დილიდან გაზმომარაგება არ მიეწოდება. მიზეზად გურიაში გაზსადენ მაგისტრალზე დაერთების სამუშაოები სახელდება.  ბუნებრივი აირის  მიწოდება დღეს 15 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.

„სოკარის“ ინფორმაციით, თავდაპირველად ქსელში ქობულეთის აბონენტები ჩაერთვებიან. ხვალ კი ბათუმი და ხელვაჩაური. ბათუმში საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი გათბობის წყარო ბუნებრივი აირია, შეზღუდვის მიუხედავად ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი გრძელდება.