უხუცესთა ანსამბლი “ფესვები”

14 იან 2018

უხუცესთა ანსამბლი “ფესვები” - ფინანსური პრობლემების გამო დროდადრო შეფერხებით, თუმცა ანსამბლი ათეულობით წელია ფუნქციონირებს. ბოლოს 2012 წელს აღდგა და ცხმორისის კულტურის სახლთან არსებობს.

85-86 წლის, უხუცესი მოცეკვავეები უანგაროდ ასწავლიან მოზარდებს, გვიყვებიან რომ განდაგანას და ცხმორისული ხორუმის ილეთებს საკუთარი იმპროვიზაციით დგამენ. აღსანიშნავია, რომ ანსამლი “ფესვები” საქართველოს ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატია.